პუტინი: ევროპის ქვეყნებს მოუწევთ იმის აღიარება, რომ რუსული ენერგორესურსების გარეშე უჭირთ

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსეთის არამეგობარი ქვეყნები აღიარებენ, რომ რუსული ენერგორესურსების, მათ შორის, გაზის გარეშე უჭირთ.

ამის შესახებ მან ნავთობსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თქვა.

„ე.წ. არამეგობრული ქვეყნები აღიარებენ, რომ ჩვენი ენერგორესურსების, მათ შორის, ბუნებრივი აირის გარეშ უჭირთ. ევროპისთვის მისი გონივრული ჩანაცვლება, ამჟამად, უბრალოდ არ არსებობს. სხვა ქვეყნებიდან მიწოდება კი, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატებიდან, მომხმარებლებს ბევრჯერ ძვირი დაუჯდებათ და გავლენას მოახდენს ადამიანების ცხოვრებასა და ევროპის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობაზე“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები