რუსეთში აცხადებენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ბელგოროდის ოლქის სოფელი დაბომბეს

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის მტკიცებით, უკრაინიდან ბელგოროდის მახლობლად მდებარე სოფელი სპოდარუშინო დაიბომბა.

ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა.

“გრაივორონსკის რაიონში დღეს სიმშვიდე არ ყოფილა. სოფელი სპოდარუშინო დაიბომბა უკრაინის მხრიდან. მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულები და დაშავებულები არ არიან”, – დააზუსტა მან.

ასევე, მისი ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.

სპოდარუშენოსა და ბეზიმენოს მცხოვრებლები ევაკუირებულნი არიან.

მანამდე, რუსეთში ასევე აცხადებდნენ, რომ ორმა უკრაინულმა ვერტმფრენმა ბრიანსკის ოლქში სოფელი კლიმოვი დაბომბა, რის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

ბრიანსკის ოლქის სკოლები ხვალიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადიან.

რუსეთის რეგიონალურ სასაზღვრო სამმართველოში ასევე განაცხადეს, რომ 13 აპრილს ბრიანსკის რეგიონში, ნოვიე იურკოვიჩის საავტომობილო გამშვებ პუნქტს უკრაინის ტერიტორიიდან ნაღმმტყორცნებიდან ესროლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები