რუსეთში აცხადებენ, რომ უკრაინიდან ბრიანსკის ოლქის სოფელი კლიმოვო დაიბომბა, არიან დაშავებულები
ბრაიანსკის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრე ბოგომაზმას მტკიცებით, უკრაინის უშიშროების ძალებმა სოფელი კლიმოვო დაბომბეს.
მისივე ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანია დაშავებული.
როგორც ბოგომაზმამ ტელეგრამში დაწერა, დაბომბვის შედეგად, ორი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.
რუსეთის რეგიონალურ ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ 7 ადამიანია დაშავებული, ყველა მათგანი ჰოსპიტალიზებულია, ორის მდგომარეობა მძიმეა.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ერთი ფეხმძიმე ქალია, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ბრიანსკის ოლქის სკოლები ხვალიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადიან.
რუსეთის რეგიონალურ სასაზღვრო სამმართველოში ასევე განაცხადეს, რომ 13 აპრილს ბრიანსკის რეგიონში, ნოვიე იურკოვიჩის საავტომობილო გამშვებ პუნქტს უკრაინის ტერიტორიიდან ნაღმმტყორცნებიდან ესროლეს.