მამაკაცი, რომელმაც ნიუ-იორკის მეტროში ცეცხლი გახსნა, დააკავეს
სამძებრო ოპერაციის შედეგად, ნიუ-იორკის პოლიციამ ბრუკლინის მეტროპოლიტენში სროლის განხორციელებაში ეჭვმიტანილი დააკავა.
62 წლის ფრენკ ჯეიმსს ბრალი ბრალი ტერორიზმის მუხლით წაუყენეს.
ფრენკ ჯეიმსს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა შეუფარდონ. გამოძიება დამნაშავის მოტივზე, ჯერჯერობით, არ საუბრობს.
ამერიკის ყველაზე დიდ ქალაქში სროლის შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა იარაღის შეძენის და ტარების შესახებ რეგულაციების გამკაცრება დააანონსა.
შეგახსენებთ, რომ 12 აპრილს ნარინჯისფერ ჟილეტში შემოსილმა პირმა ბრუკლინის მეტროს სადგურზე ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა.
სროლის შედეგად, ათი პირი დაიღუპა, ცამეტი კი მძიმედ დაშავდა.