ავსტრალიამ “გაზპრომს” და სხვა კომპანიებს სანქციები დაუწესა
ავსტრალია, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს, რომლებიც 14 კომპანიას შეეხო.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სანქციათა ახალ სიაში მოხვდნენ: “კამაზი”, “გაზპრომი”, “გაზპრომ ნეფტი”, “ტრანსნეფტი”, “როსტელეკომი”, “რუსგიდრო”, “სევმაში” და “გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაცია”.
ასევე, ჰოლდინგი “როსელექტრონიკა”, “რუსეთის რკინიგზა”, “ნოვოროსიისკის საზღვაო სავაჭრო პორტი”, ALROSA, “სოგაზი” და “სოვკომფლოტი”.
მანამდე, ავსტრალიას ჰქონდა დაწესებული სანქციები რიგი რუსი ბინესმენისა და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის, მათ შორის, ვლადიმერ პუტინისთვისაც, ასევე, მსხვილი რუსული ბანკების წინააღმდეგ.