რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: კრეისერ Москва-ს ცეცხლი გაუჩნდა და საბრძოლო მასალა აფეთქდა, რამაც ხანძარი გამოიწვია

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების კრეისერ Москва-ს ცეცხლი გაუჩნდა და საბრძოლო მასალა აფეთქდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

“ხომალდი სერიოზულად დაზიანდა, ეკიპაჟი სრულად ევაკუირებულია. ხანძრის მიზეზებს ვარკვევთ”, – წერს რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

ცნობისთვის,13 აპრილს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების კრეისერ Москва-ს ნეპტუნის ტიპის რაკეტები მოარტყეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები