ვიქტორია ნულანდი – აშშ, სავარაუდოდ, საბოლოოდ დაადგენს, რომ უკრაინაში გენოციდი ჩაიდინეს

პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, საბოლოოდ დაადგენს, რომ უკრაინაში გენოციდი ჩაიდინეს.

„პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გულით ისაუბრა, როდესაც რუსეთის ფედერაციისა და მისი ძალების მიერ ჩადენილი გენოციდი უწოდა იმას, რასაც ჩვენ უკრაინაში ვხედავთ,“- აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა CNN Newsroom-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, აშშ-ში, მტკიცებულებების შეგროვების პროცესი განხორციელდება, რათა მთავრობამ ოფიციალურად დაადგინოს გენოციდი.

„ჩემი პროგნოზით, ის, რასაც პრეზიდენტმა ბაიდენმა გენოციდი უწოდა, არის ის, რასაც ჩვენ საბოლოოდ დავადგენთ, როდესაც შევძლებთ ამ მტკიცებულებების შეგროვებას, რადგან ის, რაც ადგილზე ხდება, შემთხვევითი არ არის. ეს არის რუსეთის მიზანმიმართული გადაწყვეტილება, გაანადგუროს უკრაინა და მისი მშვიდობიანი მოსახლეობა“, – განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები