გერმანიის კანცლერი ამ ეტაპზე კიევში ვიზიტს არ გეგმავს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ამ ეტაპზე კიევში ვიზიტს არ გეგმავს.

ამის შესახებ შოლცმა რადიოსადგურ Inforadio rbb24-თან საუბარში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კიევის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ხშირი სატელეფონო კონტაქტი აქვს.

„ძნელად თუ მოიძებნება სახელმწიფო ან მთავრობა, რომელსაც ჩემთან ასეთი ინტენსიური კონტაქტი აქვს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა დამაბნეველი უწოდა იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში არ მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები