გაეროს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნებისთვის ცეცხლის შეწყვეტა ამ ეტაპზე შეუძლებელია

გაეროს გენერალურმა მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნებისთვის ცეცხლის შეწყვეტა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

აპრილის დასაწყისიდან გაეროს ჰუმანიტარული მისიის ხელმძღვანელი, მარტინ გრიფიტსი რუსეთსა და უკრაინას ეწვია, რათა გაერკვია, შესაძლებელია თუ არა ჰუმანიტარული ზავის შეთანხმება.

„ამჟამად უკრაინაში გლობალური ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია. არსებობს უამრავი რამ, რაც შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ რუსეთს მხარეების შეკრება, ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობა, ადგილობრივი ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შესთავაზა. როგორც მან აღნიშნა, გაერო რუსეთისგან პასუხს ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები