კუნძულ ჯერსის სასამართლომ რომან აბრამოვიჩს შვიდი მილიარდი დოლარის აქტივები გაუყინა
ლა-მანშის სრუტეში მდებარე კუნძულ ჯერსის სასამართლომ, რუს ოლიგარქს, რომან აბრამოვიჩს შვიდი მილიარდი დოლარის აქტივები გაუყინა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ჯერსის სამართალდამცავი ორგანოების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მათ 12 აპრილს ერთ-ერთი შენობა გაჩხრიკეს, რომელიც სავარაუდოდ, აბრამოვიჩს ეკუთვნის.
შეგახსენებთ, რომ მანამდე აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ბრიტანეთის ხელისუფლებამ დააწესა. გაერთიანებულმა სამეფომ მათ მიერ დაწესებული სანქციები აბრამოვიჩის მიერ რუსეთის ხელისუფლებასთან არსებული მჭიდრო კავშირებით ახსნა, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.