რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ აშშ-ისა და ნატოს სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიაზე იარაღი გადააქვთ, ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ განიხილავენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ აშშ-ისა და ნატოს სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიაზე იარაღი გადააქვთ, რუსეთი ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ განიხილავს.

მისი თქმით, მისი თქმით, დასავლეთის ნებისმიერი მცდელობა, მიაყენოს მნიშვნელოვანი ზიანი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, ან მის სეპარატისტ მოკავშირეებს უკრაინაში, მკაცრად აღიკვეთება.

„ჩვენ ვაფრთხილებთ, რომ აშშ-ნატოს იარაღის ტრანსპორტირება უკრაინის ტერიტორიაზე განიხილება, როგორც ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე. ჩვენ ამერიკელებსა და დასავლეთის სხვა წარმომადგენლებს ვატყობინებთ, რომ ჩვენი სპეციალური ოპერაციის შენელების, ჩვენთვის მაქსიმალური ზიანის მიყენების მცდელობები მკაცრად აღიკვეთება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები