ლე პენი, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ქვეყანას ნატო-დან გაიყვანს

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, საფრანგეთის ულტრა მემარჯვენე პარტიის “ეროვნული ერთიანობის” ლიდერი, მარინ ლე პენი ქვეყანას ნატო-დან გაიყვანს.

ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ნატო-ს ერთობლივ სარდლობას დავტოვებ, მაგრამ ურთიერთდაცვის მე-5 მუხლზე უარს არ ვიტყვი“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

ლე პენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ გადასცემს ფრანგულ ჯარს არც ალიანსის გაერთიანებულ სარდლობაში და არც ევროპული სარდლობის განკარგულებაში.

მისი თქმით, საფრანგეთი არ დაემორჩილება ამერიკის გავლენებს.

გარდა ამისა, ლე პენმა თქვა, რომ მხარს უჭერს რუსეთთან დაახლოების იდეას.

“როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება და მშვიდობა დამყარდება, მხარს დავუჭერ ნატო-სა და რუსეთის სტრატეგიულ დაახლოებას. ეს არის როგორც ევროპის, ისე, შეერთებული შტატების ინტერესებში”, – მიიჩნევს პოლიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები