სანა მარინი: ფინეთი ნატო-ში წევრობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს კვირებში მიიღებს
ფინეთი ნატო-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებს.
ამის შესახებ ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა, – წერს Bloomberg-ი.
“გადაწყვეტილება იქნება სწრაფი, ის მიიღება კვირებში და არა – თვეებში”, – დააზუსტა მან, თუმცა, კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია.
დღეს ასევე Svenska Dagbladet-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვედეთი ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანას ივნისის ბოლოსთვის გეგმავს.
სანა მარინი 12 აპრილს სტოკჰოლმში იმყოფებოდა, სადაც შვედ კოლეგას, მაგდალენა ანდერსონს შეხვდა.