მედია: შვედეთი ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადს ივნისის ბოლოს შეიტანს

შვედეთის პრემიერმინისტრი, მაგდალენა ანდერსონი ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანას ივნისის ბოლოსთვის გეგმავს.

ამის შესახებ Svenska Dagbladet-ი ქვეყნის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში წყაროებზე დაყრდნობით წერს.

აღსანიშნავია, რომ ფინეთის პრემიერმინისტრი, სანა მარინი 12 აპრილს სტოკჰოლმში იმყოფებოდა, სადაც ანდერსონს შეხვდა.

ვიზიტის თემა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროპაში უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში შეცვლილი ვითარება იყო.

The Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ადრე წერდა, რომ შვედეთი და ფინეთი ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანას უკვე ამ ზაფხულს გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები