ფილიპინებზე ციკლონ „აგატონის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 44-ს მიაღწია
ფილიპინებზე ტროპიკული ციკლონის Agaton-ის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 44-ს მიაღწია, 8 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
ამის შესახებ საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების რისკის ადგილობრივ საბჭოში განაცხადეს.
“აგატონმა” ლეიტის, ცენტრალური ვისაიასის პროვინციას და დავაოს რეგიონს გადაუარა. 12 აპრილის საღამოსთვის ის „დაბალი ზეწოლის“ სტატუსამდე შესუსტდა.
ფილიპინების ხელისუფლებამ 96 000 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა და 558 დროებით განსახლების ცენტრში მოათავსა.
წინასწარი მონაცემებით, სტიქიის შედეგად სოფლის მეურნეობის ზარალმა, დაახლოებით 51,4 მილიონი პესო (დაახლოებით, 1 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა.
დაზიანდა 341 შენობა, დაიტბორა 1851 ჰექტარის მინდვრები.
ციკლონმა 480 რაიონში წყალდიდობა, ხოლო 43 რაიონში მეწყერი გამოიწვია.
69 ქალაქში შეფერხებულია ელექტრომიწოდება, სამი ქალაქის მცხოვრებლები წყლის გარეშე დარჩნენ.