გერმანიაში სტაგფლაციის საფრთხეზე საუბრობენ

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, კრისტიან ლინდნერი აცხადებს, რომ, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო, გერმანიაში სტაგფლაციის საფრთხე არსებობს.

ამის შესახებ ის გაზეთ Handelsblatt-ისთვის დაწერილ სტატიაში ამბობს.

„უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა არა მხოლოდ დროებით კრიზისს იწვევს, არამედ, მრავალი თვალსაზრისით, გარდამტეხი მომენტი იქნება ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში. სტაგფლაციის საფრთხე – დაბალი ეკონომიკური ზრდის ფაზა მაღალი ინფლაციით – არ უნდა იყოს ყურადღების მიღმა დატოვებული, ამიტომ, საჭიროა გონივრული ფისკალური და გამოცდილი ეკონომიკური პოლიტიკა”, – დაწერა მინისტრმა.

ლინდნერი აღნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში კეთილდღეობის დონის მთლიანი კლების შემსუბუქება მხოლოდ ფინანსური საშუალებებით შეუძლებელი იქნება.

ლინდნერმა მოითხოვა გერმანიის ცალმხრივი დამოკიდებულების შემცირება, იქნება ეს ენერგომომარაგება რუსეთიდან, თუ გერმანული ექსპორტი ჩინეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები