ფრანკ ვალტერ შტაინმაერი: გერმანია უკრაინას იარაღს მიაწვდის
გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, გერმანია უკრაინას იარაღს მიაწვდის.
როგორც შტაინმაიერმა პოლონელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რუსეთის ბარბაროსობა უკრაინაში უნდა დასრულდეს.
“ბერლინი უკრაინას იარაღს მიაწვდის, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დრომდე ეს არ შეესაბამებოდა ბერლინის უსაფრთხოების ფილოსოფიას”, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.
ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის თქმით, გერმანია სოლიდარულია უკრაინის მიმართ.
„ასეთ რუსეთთან ნორმალურ ურთიერთობებში დაბრუნება შეუძლებელია. რუსეთის სამხედრო დანაშაულები მთელმა მსოფლიომ ნახა. ისინი უნდა იყოს დოკუმენტირებული და გამოძიებული, ხოლო დამნაშავეები და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ“, – განაცხადა შტაინმაიერმა.