მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი უკრაინაში ომის დასრულებამდე შენარჩუნდება
მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ძალაში უკრაინაში ომის დასრულებამდე დარჩება, რადგან არსებობს ომის ესკალაციის საფრთხე.
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ნატალია გავრილიცამ განაცხადა.
მოლდოვის პრემიერმინისტრმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობა ახსნა იმით, რომ, უკრაინაში სიტუაციის ესკალაციის გამო, მოლდოვაში ლტოლვილთა ახალი ტალღაა მოსალოდნელი.
„სანამ ჩვენს სამეზობლოში მიმდინარეობს ომი და არსებობს მისი ესკალაციის რისკი, რამაც შესაძლოა, ლტოლვილთა ახალი ნაკადი გამოიწვიოს, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება მიზანშეწონილად მიმაჩნია“, – განაცხადა გავრილიცამ.
ამავე დროს, მან დაარწმუნა მოლდოვის ხელისუფლება, რომ საგანგებო მდგომარეობის შესაძლებლობები ბოროტად გამოყენებული არ იქნება.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლდოვის საჰაერო სივრცე დახურული დარჩება, გარდა რუმინეთის მიმართულებით გახსნილი საჰაერო დერეფნისა.
მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 24 თებერვალს 60 დღით გამოცხადდა, იმ დღეს როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.