ნიკო კვარაცხელიას დედა: საუკუნის მკვლელობა იყო – კაველაძე და ჭელიძე არიან მკვლელები, მათ ჰყავთ დამკვეთები
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დღეს, სავარაუდოდ, განაჩენი გამოცხადდება. სასამართლო პროცესს ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძეც ესწრება.
კვარაცხელიას დედა მკვლელებისა და დამკვეთების დასჯას ითხოვს.
“ველოდები, რომ გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და მიუსჯიან მათ ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისთვის… მე ვასახელებ კაველაძეს და ჭელიძეს, ისინი კამერებმა დააფიქსირეს, ორივე არის მკვლელი. მათ ერთობლივად აქვთ დაგეგმილი მკვლელობა და მათ ჰყავთ დამკვეთები – ეს წერია 9-ტომიან საქმეში. საუკუნის მკვლელობა იყო. საუკეთესო ახალგაზრდა მოუკლეს ქვეყანას, რომელსაც არაერთი სენსაციური პროექტი ჰქონდა”, – აცხადებს კვარაცხელიას დედა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკო კვარაცხელიას 10-ზე მეტი ტყვია ესროლეს.