ვახტანგ მეგრელიშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანა არის, გავხდეთ მართლა ევროპული, თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანა

საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ „გირჩის“ წევრის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი და ევროკავშირთან ინტეგრაცია პარალელური პროცესია.

„ერთი მხრივ, ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინაში კონფლიქტზე და, მეორე მხრივ, ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი და გამაერთიანებელი თემა არის ევროკავშირთან ინტეგრაცია. ეს არის პარალელური პროცესი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, გავხდეთ მართლა ევროპული, თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები.

ჩვენი ევროკავშირთან ინტეგრაციის ამოცანაც ასევე სამართლიანად უნდა დავინახოთ – ეს არის უკრაინელების მსხვერპლის დამსახურება. ჩვენ ეს შანსი იმიტომ კი არ მოგვეცა, რომ კარგად ვასრულებდით ევროკავშირის მოთხოვნებს და დირექტივებს, არამედ იმიტომ მოგვეცა, რომ ადამიანები ამის გამო სიცოცხლეს სწირავენ და ამის არდანახვა უბრალოდ არ შეიძლება. ჩვენ გვჭირდება უკრაინელებთან თანამშრომლობა, რათა ერთად გავიაროთ ეს პროცესი“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები