ლე პენი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას მხარს არ უჭერს

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ულტრამემარჯვენე პარტიის “ეროვნული გაერთიანების” ლიდერმა, კრემლის მიმართ ლოიალურად განწყობილმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის მომხრე არ არის.

ამის შესახებ Le Figaro წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს,  ერთ-ერთი რადიოსადგურის ეთერში მსმენელმა თქვა, რომ ლე პენი პუტინის “ტროას ცხენია”, რაზეც პოლიტიკოსმა უპასუხა – “არ ვარ ტროას ცხენი, არავის ვეკუთვნი. არ ვარ სანქციების მოხსნის მომხრე”.

ლე პენმა დასძინა, რომ ის მხოლოდ ენერგეტიკული სანქციების წინააღმდეგია, რადგან არ უნდა, შედეგებისგან ფრანგები დაზარალდნენ.

”ყველა სხვა სანქციების მიმართ იდეალური მიდგომა მქონდა”, – თქვა ლე პენმა.

10 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდა, რომლის შემდეგაც მეორე ტურში ჩაინიშნა, სადაც ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ლე პენი დაუპირისპირდებიან.

არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები