თურქმენეთში ქალებს ტუჩის გადიდება, წამწამების დაგრძელება და სხვა პროცედურები აუკრძალეს
თურქმენეთის ქალაქ ბაირამალიში ძალოვნები ადგილობრივი სილამაზის სალონების მეპატრონეებს აფრთხილებენ, რომ ქალებს და გოგონებს კოსმეტიკური მომსახურება არ გაუწიონ.
კერძოდ, სალონებმა ქალბატონებს უარი უნდა უთხრან ისეთ მომსახურებაზე, როგორიც არის: ბოტოქსი, სახეზე ნაოჭების გასწორება, წამწამების დაგრძელება, ტუჩების გადიდება და ხელოვნური ფრჩხილების დაწებება.
წესის დარღვევისთვის მეპატრონე, შესაძლოა, 500–1000 მანათით დაჯარიმდეს ან ის შესაძლოა, 15 დღით დააკავონ.
გარდა ამისა, ჯარიმა შესაძლოა, დაეკისროთ იმ ქალებსაც, რომლებიც ამ წესს გვერდს აუვლიან, თუმცა, მათ “სხეულზე უცხო საგნების გამოყენებისთვის“ მხოლოდ 300-500 მანათით დააჯარიმებენ.