“ქართული ოცნებიდან” უკრაინაში სერგეენკოს გარდა შესაძლოა, თალაკვაძე და ოდიშარიაც წავიდნენ

გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნებიდან” უკრაინაში დეპუტატები: არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და დავით სერგეენკო გაემგზავრებიან.

ინფორმაციას ადასტურებს დავით სერგეენკო და ამბობს, რომ დელეგაციაში მმართველი პარტიიდან სამი დეპუტატი იქნება წარმოდგენილი. თალაკვაძესა და ოდიშარიას კი ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, დეპუტატები უკრაინაში ვიცესპიკერ ლევან იოსელიანის ხელმძღვანელობით უნდა გამგზავრებულიყვნენ, თუმცა, შეთანხმების შემთხვევაში, იოსელიანი მზადაა, ეს სტატუსი “ოცნებას” დაუთმოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები