ირაკლი კობახიძე: კითხვარის შევსების პროცესში ჩართული იქნება ყველა ის სუბიექტი, ვინც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციით არის დაინტერესებული

“ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყველა ის სუბიექტი, ვინც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციით არის დაინტერესებული, კითხვარის შევსების პროცესში ჩართული იქნება, ხოლო მათ, ვინც საქართველოს წარუმატებლობისკენ არის მომართული, პროცესში არ ჩართავენ.

“ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ კითხვარი შეივსოს ყველა იმ სუბიექტის მიერ, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციით არის დაინტერესებული, ხოლო ის პირები, რომელთა მიმართაც კითხვის ნიშნები არსებობს, კითხვარის შევსებაში არ უნდა ჩაერთონ. მსგავსი ეჭვები სხვადასხვა სუბიექტის მიმართ გვაქვს. ძირითადად, ეს ეხება რადიკალურ ოპოზიციას და მის სატელიტებს იმ სექტორში, სადაც ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები არიან წარმოდგენილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების საპასუხოდ, რომლებიც კითხვარის გასაჯაროებას ითხოვენ, “ქართული ოცნების” ლიდერმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება გამჭვირვალე გახდეს მხოლოდ ევროკავშირის წესებითა და სტანდარტებით დადგენილ ფარგლებში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები