“აზერბაიჯანი 1-ელი მაისიდან საქართველოსთან სახმელეთო საზღვარს ხსნის” – აზერბაიჯანული მედია

1-ელი მაისიდან აზერბაიჯანი მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან სახმელეთო საზღვრებს გახსნის.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამ საკითხზე სამთავრობო დონეზე განხილვები დასრულებულია და ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება.

ამასთან, აზერბაიჯანელი დეპუტატის, მუსა გულიევის განცხადებით, სამთავრობო მსჯელობა მიდის, რომ საზღვარი დათქმულ ვადაზე ადრე გაიხსნას.

აღსანიშნავია, რომ 6 მარტიდან, აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის შესაბამისი გადაწყვეტილებით, საკარანტინო რეჟიმი შემსუბუქდა. ამ დროისთვის ძალაში რჩება მხოლოდ პირბადის ტარებისა და COVID-19 პასპორტების ვალდებულება, ასევე, სახმელეთო საზღვრებზე დაწესებული შეზღუდვა.

ცნობისთვის, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 2020 წლიდან ჩაკეტილია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები