ლევან იოსელიანი: მუშაობა და რეფორმების გატარებაა საჭირო, რათა კითხვარის შევსების შედეგი ქვეყნისთვის დამაკმაყოფილებელი იყოს

“რას ვეუბნებით ამ კითხვარში? რომ ყველაფერი კარგადაა? არ არის ყველაფერი კარგად”, – ამის შესახებ “მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოსთვის კითხვარის გადმოცემასთან დაკავშირებით „ქრონიკას“ განუცხადა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ კითხვარის შევსების შედეგი ქვეყნისთვის დამაკმაყოფილებელი იყოს, მუშაობა და რეფორმების გატარებაა საჭირო.

„გამოგზავნილ კითხვარში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით რა პასუხს ვცემთ? რას ვეუბნებით, რომ ყველაფერი კარგადაა, თუ რაღაცებია გასაკეთებელი? მე ამაზე მაქვს საუბარი. ინსტიტუციური განვითარების სხვა მიმართულებით, ძალაუფლების განაწილების მიმართულებით, დემოკრატიული სტანდარტის გაზრდის მიმართულებით, სადაც პრობლემები გვაქვს, რას ვეუბნებით ამ კითხვარში? რომ ყველაფერი კარგადაა? არ არის ყველაფერი კარგად. ამას მუშაობა და რეფორმების გატარება სჭირდება, რათა ამ კითხვარის შევსების შედეგი ქვეყნისთვის დამაკმაყოფილებელი იყოს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები