პარლამენტის წევრები ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდნენ

პარლამენტის წევრები, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებს წარმოადგენენ, საქართველოში ვიზით მყოფ ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისარს კაირატ აბდრახმანოვს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრმა, ისკო დასენმა განაცხადა, სტუმარი დაინტერესდა ქვეყნაში ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის მდგომარეობით და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სათანადო ჩართულობით სხვადასხვა სისტემაში.

„ბოლო წლების განმავლობაში ამ კუთხით ქვეყანაში მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა უკეთესობისკენ. მაგალითად, გაუმჯობესდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობა და ამავე დროს უზრუნველყოფილია მათთვის მშობლიურ ენაზე ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა.

მიმაჩნია, რომ ამ კუთხით საქართველოს ექნება კარგი მომავალი იმიტომ, რომ მოხდება ყველა ერის წარმომადგენლის ინტეგრაცია საერთო საზოგადოებრივ ცხოვრებაში”, – აღნიშნა ისკო დასენმა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: პარლამენტის წევრები: სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ქეთევან ციხელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები