ანა ბუჩუკური: გთავაზობთ, რომ გავაერთიანოთ რესურსი, გაერთიანების და შინაარსობრივ რეფორმაზე საუბრის გარეშე თავსაც მოვიტყუებთ და საზოგადოებასაც მოგატყუებთ, რომ ჩვენ ვმუშაობთ ევროინტეგრაციის მიმართულებით

გუშინდელი დღე არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის უახლოეს წარსულში. საქართველომ, ევროკავშირის მხრიდან ოფიციალურად მიიღო ე.წ. თვითშეფასების კითხვარი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რათა გავხდეთ ევროპული ოჯახის, თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრი, რისთვისაც ჩვენი წინაპრები მუდამ იბრძოდნენ და ღვრიდნენ სისხლს, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროცესის დაჩქარება და ახალი შესაძლებლობების ფანჯრის გახსნა არის უკრაინის უდიდესი დამსახურება, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი არამედ, მათ შორის ჩვენი ქვეყნის, თავისუფლებისთვისაც იბრძვის.

ანა ბუჩუკურის განცხადებით, კითხვარის მიღებასთან ერთად, ასმაგად გაიზარდა როგორც მმართველი გუნდის და სხვა პოლიტიკური პარტიების ასევე, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა.

მან მმართველ გუნდს გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„თვითშეფასების კითხვარის შევსებისთვის გვაქვს საკმაოდ ცოტა დრო. ამიტომ გთავაზობთ, რომ გავაერთიანოთ რესურსი მათ შორის, ადამიანური რესურსი. გაერთიანების და შინაარსობრივ რეფორმაზე საუბრის გარეშე უბრალოდ თავსაც მოვიტყუებთ და საზოგადოებასაც მოგატყუებთ, რომ ჩვენ ვმუშაობთ ევროინტეგრაციის მიმართულებით”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მან ასევე გაერთიანებისკენ და ამ პროცესში ხელისუფლების დახმარებისკენ მოუწოდა ოპოზიციონერ კოლეგებს განსაკუთრებით კი, „ნაციონალურ მოძრაობას”.

„მინდა მოუწოდო ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს განსაკუთრებით, „ნაციონალურ მოძრაობას – ის უახლოესი ოთხი კვირა მაინც, რომელიც უნდა დავუთმოთ კითხვარის შევსებას, რომ ეს პოლიტიკური ეგო გადადოთ და მტრობის ნაცვლად, ხელისუფლებას დავეხმაროთ”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები