კომპანია Nokia რუსეთში საქმიანობას წყვეტს

ფინური სატელეკომუნიკაციო კომპანია – Nokia რუსეთში საქმიანობას წყვეტს.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით რუსული ბაზრიდან გასვლას მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი არ მოჰყოლია.

“უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან ჩვენთვის გასაგები გახდა, რომ Nokia რუსულ ბაზარს დატოვებდა. ბოლო კვირებში ჩვენ შევაჩერეთ მომარაგება, დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რუსეთი სრულად დავტოვეთ. ამ პროცესში მთავარ მიზნად რჩება ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება და კეთილდღეობა”, – წერია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები