The Guardian: რუსეთი იარაღს კონტრაბანდით ერაყიდან იღებს

რუსეთი უკრაინაში ომის საწარმოებლად საბრძოლო მასალას და სამხედრო აღჭურვილობას ერაყის კონტრაბანდული ქსელების დახმარებით იღებს.

ამის შესახებ The Guardian ირანის მიერ მხარდაჭერილ ერაყელ მებრძოლებსა და რეგიონულ სადაზვერვო სამსახურებზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიური წარმოების ხელის ტანკსაწინააღმდეგო ტყვიამფრქვევები და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები რუსეთში მარტში გაიგზავნა.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, რომელიც ტრანსპორტირების ორგანიზებაში იყო ჩართული, თეირანის ხელისუფლებამ მოსკოვს ასევე გადასცა ირანული წარმოების სარაკეტო სისტემა – Bavar 373.

“გარდიანი” წერს, რომ იარაღით ვაჭრობის დანაშაულებრივი ჯგუფის გამოყენება ნიშნავს მოსკოვის სტრატეგიის შეცვლას, რადგან რუსეთი იძულებულია, სირიაში სამხედრო მოკავშირე ირანს დაეყრდნოს.

სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც შიიტთა ყველაზე დიდი ჯგუფის – “ჰაშდ ალ შააბის” ხელშია, ირანში 26 მარტს სალამჯას სასაზღვრო პუნქტით იქნა გადასროლილი, რის შემდეგაც ირანელმა სამხედროებმა იარაღი რუსეთს ზღვით მიაწოდეს.

წყაროს ცნობით, 1-ელ აპრილს “ჰაშდ ალ-შაბიმ” დაშალა და ირანში ორ ნაწილად გაგზავნა, ბრაზილიური წარმოების თვითმავალი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა Astros II, რომელიც ერაყში ცნობილია, როგორც Sajil-60-ის ლიცენზირებული ვერსია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები