კანადა რუსეთის თავდაცვის სექტორში მომუშავე 33 კომპანიას სანქციებს უწესებს
კანადა რუსეთის თავდაცვის სექტორში მომუშავე კომპანიებს სანქციებს უწესებს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ კანადის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კანადის მთავრობის განცხადებით, სანქციები უწესდება რუსეთის თავდაცვის სექტორში მომუშავე 33 კომპანიას რუსეთისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენისთვის.
„აღნიშნული სუბიექტები წარმოადგენდნენ ირიბ ან პირდაპირ დახმარებას რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის და შესაბამისად, უკრაინაში ვლადიმირ პუტინის უაზრო ომით გამოწვეული ტკივილისა და ტანჯვის თანამონაწილენი არიან. კანადა აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს, საერთაშორისო პარტნიორებთან მოქმედებების კოორდინირებასა და ახალი ზომების შესაძლებლობების ძიებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.