რუსი ოპოზიციონერი ვლადიმერ კარა-მურზა მოსკოვში დააკავეს
რუსი ოპოზიციონერი ვლადიმერ კარა-მურზა მოსკოვში დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ პოლიტიკოსის ადვოკატზე, ვადიმ პროხოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, კარა-მურზა სახლის გასასვლელთან დააკავეს, თუმცა მიზეზი უცნობია.
„მისი დაკავების შესახებ მე თვითონ 10 წუთზე ნაკლები ხნის წინ გავიგე, მივალ, ვერაფერს ვიტყვი“, – აცხადებს ადვოკატი.