თეთრის სახლი: ამჟამად ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი არ იგეგმება
თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯენ ფსაკის აცხადებს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი ამ ეტაპზე არ იგეგმება.
„ამჟამად ჩვენ არ ვგეგმავთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტს უკრაინაში“, – თქვა პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ.
მისი თქმით, პრეზიდენტის ვიზიტზე მნიშვნელოვანი უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და მხარდაჭერის გაგრძელებაა.
„უკრაინის ხელმძღვანელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ვაჩქარებთ იარაღის მიწოდებას და მათ ვუწევთ საჭირო დახმარებას. ეს არის ის, რაზეც ჩვენი ყურადღებაა გამახვილებულია“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.