S&P-ის ცნობით, რუსეთმა საგარეო ვალების გადახდა ვერ შეძლო და დეფოლტი გამოაცხადა

S&P Global Rating-ის ინფორმაციით, რუსეთმა საგარეო ვალების გადახდა ვერ შეძლო და დეფოლტი გამოაცხადა.

მედიის ცნობით, მთავრობამ საერთაშორისო ობლიგაციების გადახდა გასულ კვირას რუბლებში განახორციელა იმის მიუხედავად, რომ დავალიანება დოლარებში იყო დასაფარი.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული დასავლეთის სანქციების გამო რუსეთს არ შეუძლია წვდომა დაახლოებით 315 მილიარდი დოლარის უცხოური ვალუტის რეზერვებზე.

აღსანიშნავია, რომ რუსეთს სუვერენული ვალის დეფოლტი 1917 წლის რევოლუციის შემდეგ არ გამოუცხადებია.

გასულ კვირამდე შეერთებულმა შტატებმა რუსეთს უფლება მისცა გამოეყენებინა გაყინული აქტივების ნაწილი, თუმცა აშშ-ს ხაზინამ ამერიკულ ბანკებში რუსეთის რეზერვებზე წვდომა მას შემდეგ დაბლოკა, რაც გადაწყვიტა გაეძლიერებინა ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე, რათა კიდევ უფრო შეემცირებინა საომარი მოქმედებები უკრაინაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები