პუტინის ყოფილი თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი დააკავეს

კრემლის ლიდერის ყოფილი თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი შინაპატიმრობაშია.

ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი, ილია პონომარევი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პონომარევი აღნიშნავს, პუტინის ყოფილი თანაშემწე სავარაუდოდ, უკრაინაში პოლიტიკური მუშაობისთვის გამოყოფილი თანხების გაფლანგვისთვის არის დაკავებული.

„გაგეცინებათ, მაგრამ ვლადისლავ სურკოვის დაკავების შესახებ რუსულმა Z-წყაროებმა გვამცნეს:

“ვლადისლავ სურკოვი შინაპატიმრობაშია. 2014 წლის დონბასის გაქურდვის საქმეზე საგამოძიებო ღონისძიებები 2014 წლიდან მიმდინარეობს”, თუმცა თავდაცვის სამინისტროს ყოველთვის არ უყვარდა სურკოვი და შეუძლია ოცნება რეალობად მოაჩვენოს.

მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა ოფიციალური ბრძანებით 2020 წლის თებერვალში გაათავისუფლა თანაშემწის თანამდებობიდან, სურკოვმა ჯერ კიდევ იცის რეალური სიტუაცია სეპარატისტ ფსევდო-რესპუბლიკელებში და იქ ფართო კავშირები აქვს. თან რუს “დონბასის ვეტერანებთან” ახლოსაა.

მესამე მხარეს, სურკოვი ყოველთვის საკმაოდ ახლოს იყო კადიროვთან“, – წერს პონომარევი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები