Reuters – ავსტრიის კანცლერმა ვლადიმერ პუტინთან „პირდაპირი, ღია და მკაცრი“ მოლაპარაკებები გამართა
ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან „პირდაპირი, ღია და მკაცრი“ საუბარი ჰქონდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა პუტინის ოფიციალურ ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაში დაახლოებით 90 წუთს გაგრძელდა.
„ეს არ არის მეგობრული შეხვედრა. ნეჰამერმა თქვა, რომ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი კრემლის ლიდერისთვის არის ის, რომ ომი უნდა დასრულდეს, რადგან „ომში ორივე მხარე მხოლოდ დამარცხებულები არიან“, – ნათქვამია ავსტრიული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.