სერგეი ლავროვი – ჩვენი სამხედრო ოპერაცია გამიზნულია იმისთვის, რომ ბოლო მოეღოს შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ქვეყნების უგუნურ ექსპანსიას
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მათი სამხედრო ოპერაცია აშშ-სა და სხვა დასავლური ქვეყნების „უგუნური ექსპანსიის“ წინააღმდეგაა მიმართული.
როგორც უცხოური მედია იუწყება, ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი დასავლეთის დაქვემდებარებული ქვეყანა არ გახდება.
„ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაცია გამიზნულია იმისთვის, რომ ბოლო მოეღოს შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ქვეყნების უგუნურ ექსპანსიას და უგუნურ კურსს საერთაშორისო ასპარეზზე. რუსეთი დასავლეთის მიმართ დაქვემდებარებულ პოზიციას არასოდეს დაიკავებს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.