საქართველოს პარლამენტმა პროფესიული განათლების პოპულარიზაციისთვის სპეციალური ჯილდო დააწესა
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი და კომიტეტის წევრი, ხათუნა კვიციანი 2022 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამოცხადების ცერემონიას დაესწრნენ.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, 2017 წლიდან ხორციელდება და წელს მეხუთედ ტარდება. 2022 წელს კონკურსის პარტნიორები საქართველოს პარლამენტი და პროფესიული უნარების სააგენტო არიან. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს მიზანია პროფესიული განათლების განვითარება და პოპულარიზაცია.
კონკურსის გამოცხადების ღონისძიება კოლეჯ „მოდუსში” გაიმართა, რომელიც კონკურსის გასული წლის გამარჯვებულია.
საქართველოს პარლამენტმა პროფესიული განათლების პოპულარიზაციისათვის სპეციალური ჯილდო დააწესა – „ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობა”.
ღონისძიების შემდეგ სტუმრებმა კოლეჯი დაათვალიერეს, გაეცნენ საგანმანათლებლო პროგრამებს და სასწავლო ლაბორატორიებს.