ავსტრიის კანცლერი, ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, პუტინს ხვდება
ავსტრიის კანცლერის, კარლ ნეჰამერისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავსტრიულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კარლ ნეჰამერი ევროკავშირის წევრი ქვეყნის პირველი ლიდერია, რომელიც პუტინს უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირადად ხვდება.
მოსკოვში ჩასვლამდე ნეჰამერმა თქვა, რომ შეხვედრის მიზანია, ხელი შეუწყოს რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებებს.
ცნობისთვის, შაბათს, 9 აპრილს ავსტრიის კანცლერი კიევს ეწვია, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.