ლავროვი: რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის სამხედრო ოპერაციებს არ შეაჩერებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდებისთვის უკრაინაში სამხედრო ოპერაციებს არ შეაჩერებს.

მისი თქმით, მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.

“მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ უკრაინელები იმავეს გაკეთებას არ აპირებენ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სანამ საბოლოო შეთანხმებას არ მივაღწევთ, შეტევითი ოპერაციები გავაგრძელოთ”, – თქვა ლავროვმა.

რუსეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს ისე სწრაფად, როგორც საჭიროა და ისინი დასავლეთს მოლაპარაკებების ჩაშლაში სდებენ ბრალს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები