ჟურნალისტი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ”პირ­ვე­ლი არ­ხის“ ეთერ­ში ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პლა­კა­ტით შე­ვარ­და, გერ­მა­ნულ­ი გა­მო­ცე­მის – Die Welt კო­რეს­პონ­დენ­ტი იქნება

რუ­სი ჟურნალისტი, მა­რი­ნა ოვ­სი­ა­ნი­კო­ვა, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ”პირ­ვე­ლი არ­ხის“ სა­ინ­ფორ­მა­ცი­აო გა­და­ცე­მის პირდაპირ ეთერ­ში ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პლა­კა­ტით შე­ვარ­და, გერ­მა­ნულ­მა გა­მო­ცე­მამ – Die Welt-მა და­ა­საქ­მა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Die Welt ავ­რცე­ლებს.

მათივე ცნობით, ოვ­სი­ა­ნი­კო­ვა გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მის კო­რეს­პონ­დენ­ტი იქ­ნე­ბა და ის იმუ­შა­ვებს გა­ზე­თის­თვის, ასე­ვე, Die Welt-ის ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის რო­გორც უკ­რა­ი­ნი­დან,  რუ­სე­თი­დან.

ცნობისთვის, მოს­კო­ვის სა­სა­მარ­თლომ რუ­სე­თის ”პირ­ვე­ლი არ­ხის“ თა­ნამ­შრო­მე­ლი, მა­რი­ნა ოვ­სი­ა­ნი­კო­ვა 30 000 რუბ­ლით და­ა­ჯა­რი­მა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები