საქართველოში ამინდი გაუარესდება – უახლოესი დღეების პროგნოზი

 

12-13 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანმა დაცემამ, შესაძლოა, ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ქარბუქი და ნისლი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი, გამოიწვიოს.
“დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები