“ერიქსონმა” რუსეთში საქმიანობა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა

ევროკავშირის ახალი სანქციების ფონზე, შვედურმა კომპანია Ericsson-მა რუსეთში საქმიანობა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.

“თებერვლის ბოლოს Ericsson-მა რუსეთში ყველა მიწოდება შეაჩერა. ბოლო მოვლენებისა და ევროკავშირის სანქციების ფონზე, კომპანია რუსეთში საქმიანობას განუსაზღვრელი ვადით აჩერებს”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.

ევროკავშირმა 8 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციები დააწესა, რომლის მიხედვით, კვანტური კომპიუტერების და მოწინავე ნახევარგამტარების, მაღალტექნოლოგიური ელექტრონიკის, პროგრამული უზრუნველყოფის, მგრძნობიარე აღჭურვილობისა და სატრანსპორტო მექანიზმების ექსპორტი აიკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები