“ევროპის რეგიონს მშვიდობას არ მოუტანს” – კრემლი ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის წევრობაზე

“ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება ევროპის რეგიონს უსაფრთხოებას არ მოუტანს”, – განაცხადა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა რადიო „მაიაკთან“ საუბარში.

“არაერთხელ გვითქვამს, რომ ალიანსი არის კონფრონტაციისკენ კონცენტრირებული ინსტრუმენტი. ეს არ არის ალიანსი, რომელიც მშვიდობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს“, – თქვა პესკოვმა.

The Times-ს ევროპელ და ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ შვედეთი და ფინეთი ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს უკვე ამ ზაფხულს გააკეთებენ.

როგორც ერთ-ერთმა წყარომ თქვა, “ეს არის პუტინის სტრატეგიული შეცდომა”.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები