სამტრედიის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურ პროცესშია
სამტრედიის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურ პროცესშია. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თამარ მეფის ქუჩაზე, მდინარე ლოღობადან ავტოსადგურის ტერიტორიის მიმდებარედ, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და მშენებარე კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.
აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ინდიკო” ასრულებს.
,,ყველა დაგეგმილი ინფრასტრუქტურულ პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენთვის მთავარია სამუშაოების შესრულების ხარისხი იყოს მაქსიმალურად შენარჩუნებული. საგზაო ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი მსხვილი მიმართულებაა, რომელიც მოსახლეობის მთავარი მოთხოვნაა”,- აცხადებს ბახტაძე.