უნგრეთი თვლის, რომ რუსულ გაზში რუბლების გადახდა ევროკავშირის სანქციებს არ არღვევს
უნგრეთი თვლის, რომ რუსულ გაზის რუბლებით შესყიდვა საერთაშორისო სასანქციო პოლიტიკისთვის გვერდის ავლას არ ნიშნავს. აღნიშნულის შესახებ უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა, ზოლტან კოვაჩნა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის გაზისა და ნავთობის ერთიანი სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა არ არსებობს, ამიტომ უნგრეთი იცავს რუსეთთან გაზისა და ნავთობის შესახებ დადებულ კონტრაქტებს. ამ კონტრაქტების მიხედვით, ტექნიკური საკითხია, თუ როგორ გადავიხდით ჩვენ. ეს არცერთ სასანქციო პოლიტიკას გვერდს არ უვლის”,- აცხადებს კოვაჩნა.
მისი თქმით, უნგრეთის ეკონომიკა და მოსახლეობა 85 პროცენტით რუსულ გაზზეა დამოკიდებული და ჯერჯერობით გაზისა და ნავთობის მიწოდების სხვა გამოსავალი არ არსებობს.
„ჩვენ ვხედავთ ძალიან ძლიერ რიტორიკას მთელი ევროკავშირიდან და უკრაინიდან, რომ ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს, ეს შეუძლებელია“, – თქვა კოვაჩნამ.