პრეზიდენტმა 9 აპრილის მონაწილე, მომღერალი ლელა ვეფხვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე 9 აპრილის მონაწილე, უსინათლო მომღერალი ლელა ვეფხვაძე, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა 1925 წელს, 25 წლის ასაკში მოკლულ პოეტ მიხა ხელაშვილს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. ჯილდო საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა.