ბელარუსმა „არამეგობრული ქვეყნების სია“ გამოაქვეყნა – საქართველო ამ ჩამონათვალში არ არის

ბელარუსმა „არამეგობრული ქვეყნების სია“ გამოაქვეყნა, რომელშიც სულ 13 სახელმწიფო და სახელმწიფოთაშორისი კავშირი შედის. შესაბამის განკარგულებას ხელი ბელარუსის პრემიერმინისტრმა, რომან გოლოვჩენკომ 2022 წლის 6 აპრილს მოაწერა.

განკარგულების თანახმად, სიაში მოხვდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალიის კავშირი, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, ახალი ზელანდია, ალბანეთი, ისლანდია, შვეიცარია, ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენეგრო.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ბელარუსის “არამეგობრულ სახელმწიფოებს” შორის არ მოხვდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები