უკრაინის ქალაქ ბოროდიანკაში, ორი შენობის ნანგრევებში, 26 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ უკრაინული ტელეარხის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლოა, მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო მეტი იყოს.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ქალაქი ბოროდიანკა რუსმა სამხედროებმა რამდენჯერმე დაბომბეს.