კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი: მხარს ვუჭერთ საქართველოს – ჩვენ ყოველთვის ვემხრობოდით NATO-ს ღია კარის პოლიტიკას

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, მელანი ჯოლის განცხადებით, კანადა მხარს უჭერს საქართველოს, რომელთანაც მჭიდრო მეგობრობა აკავშირებს.

მისი თქმით, კანადამ უნდა შეასრულოს თავისი როლი და NATO-ს სხვა წევრებთან ერთად გააქტიურდეს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ახლო მეგობრობა გვაქვს. ჩვენ ყოველთვის ვემხრობოდით NATO-ს ღია კარის პოლიტიკას. ვიცით, რომ საქართველო ახლა დიდი ზეწოლის ქვეშაა და ავლენს მოწყვლადობას. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენ პარტნიორების გვერდით უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ ვიცით, რაც ახლა უკრაინაში ხდება, შესაძლოა, პოტენციურად მოხდეს სხვა ქვეყნებში და კანადამ უნდა ითამაშოს საკუთარი როლი და გააქტიურდეს NATO-ს სხვა წევრებთან ერთად”, – განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები